პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

საქართველო, თბილისი - 15:32 | 25.03.2019
ნანახია: 988

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. პოლონური მედიის ცნობით, ინციდენტი დასახლებულ პუნქტ ლიპნიცეში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლული 24 წლისაა.
დაჭრილია საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე - 38 წლის მამაკაცი.

ჟურნალისტების ცნობით, ლიპნიცეში საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ცივი იარაღი გამოიყენეს. დაკავებულია საქართვლოს ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე