ვენესუელაში რუსული თვითმფრინავები და სამხედროები ჩავიდნენ

საქართველო, თბილისი - 14:33 | 25.03.2019
ნანახია: 778

რუსი სამხედროები ვენესუელაში ჩავიდნენ. სააგენტო „ფრასნ პრესის“ ცნობით, კარაკასის აეროპორტში ორი თვითმფრინავი და 100-მდე რუსი სამხედრო დააფიქსირეს.

კარაკასში რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩაფრენის შესახებ პირველად ინფორმაცია ვენესუელელმა ჟურნალისტმა ხავიერ მაიორკამ გაავრცელა.

Flightradar24-ის ცნობით, ილ-62 და ან-124 რუსეთის ჩკალოვსკის აეროდრომიდან აფრინდნენ და კარაკასში ჩასვლამდე გარკვეული დროით სირიაში დაფრინდნენ.

მაიორკას თქმით, სატრანსპორტო თვითმფრინავის ბორტზე ასამდე რუსი სამხედრო იმყოფებოდა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა კარაკასის აეროპორტში გაჩერებული თვითმფრინავის ფოტოებიც.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე