ისრაელი ღაზას სექტორთან დამატებით სამხედრო შენაერთებს აგზავნის

საქართველო, თბილისი - 13:25 | 25.03.2019
ნანახია: 852

ისრაელის არმია დამატებით შენაერთებს აგზავნის ღაზას სექტორთან და იწყებს რეზერვისტების შეზღუდულ მობილიზაციას ისრაელის ცენტრალურ ნაწილში ღაზას მხროდან სარაკეტო დარტყმის შემდეგ. რაკეტა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს დაეცა. ინციდენტის შედეგად 7 ადამიანია დაშავებული.

ისრაელის არმიის ოფიციალური წარმომადგენლის ავიჰაუ ედრის თქმით, რაკეტა ისრაელის ტერიტორიაზე მოძრაობა „ჰამასის“ წევრებმა ისროლეს.

დაშავებულების საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაჭრილთა შორის სამი არასრულწლოვანია.

გავრცელებული ცნობით, ისრაელი ღაზას სექტორს საპასუხო ზომებით ემუქრება. მომხდარის შემდეგ ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ში ვიზიტი შეწტვიტა და სამშობლოში დაბრუნდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე