ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე სურათი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით - მამუკა ბახტაძე

საქართველო, თბილისი - 13:10 | 25.03.2019
ნანახია: 835

ორივე რეგიონში. მოსახლეობის რაოდენობა თითქმის ექვსჯერ შემცირდა ოკუპაციამდელ პერიოდთან შედარებით, - მის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს სტატისტიკაც ნათლად მეტყველებს, თუ რა მძიმე ვითარებაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„სამწუხაროდ, რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას. ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე სურათი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ვენ ვართ ერთგული ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის, ჩვენ ვართ ერთგული იმისა, რომ ეს კონფლიქტი უნდა გადაიჭრას მსოფლიო თანამეგობრობის ჩართულობით. ჩვენ ვცდილობთ და ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ დავიწყოთ რეალიზაცია იმ სამშვიდობო ინიციატივის, რომელიც მომზადებულია საქართველოს მთავრობის მიერ, რომ როგორმე შევაჩეროთ ის ჰუმანიტარული კატასტროფა, რომელიც არის ორივე რეგიონში. მოსახლეობის რაოდენობა თითქმის ექვსჯერ შემცირდა ოკუპაციამდელ პერიოდთან შედარებით. თავად ეს სტატისტიკაც ნათლად მეტყველებს, თუ რა მძიმე ვითარებაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რუსეთმა უნდა შეასრულოს მის მიერ 2008 წელს ნაკისრი ვალდებულება და გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. ჩვენ ვართ ერთგული სამშვიდობო პოლიტიკის, გვაქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხრიდან, რომ ის სამშვიდობო ინიციატივები, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ მომზადდა, არის ერთადერთი სწორი პასუხი იმ მტკივნეულ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - განაცხადა ბახტაძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე