კალიფრნიაში მეჩეთის დაწვა სცადეს

საქართველო, თბილისი - 12:27 | 25.03.2019
ნანახია: 654

აშშ-ში, კალიფორნიაში მეჩეთზე თავდასხმა აღკვეთეს. სამართალდამცველებმა მეჩეთის დაწვის მცდელობაზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყეს, რაც შენობასთან წარწერა იპოვეს, რომელიც ახალ ზელანდიაში მომხდარ ტერაქტს უკავშირდებოდა.

ინციდენტი ქალაქ ესკონდილოს მეჩეთში მოხდა. პოლიციის განცხადებით, აალების მომენტში შენობაში შვიდი ადამიანი იმყოფებოდა. მათ ცეცხლმაქრის მეშვეობით ცეცხლის ჩაქრობა მეხანძრეების მისვალმდე შეძლეს.

ხანძარი მეჩეთში დილის ლოცვის დაწყებამდე გაჩნდა, როდესაც შენობაში ბევრი ხალხი არ იმყოფებოდა.

პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილმა მეჩეთის ავტოსადგომზე გრაფიტის გამოსახულებიიანი წარწერა დატოვა. გზავნილის შინაარსი უცნობია, თუმცა სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ მას ახალ ზელანდიაში მომხდარ ტერაქტთან კავშირი აქვს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე