ყველაფერი კეთდება, რომ ნატო-სკენ მიმავალ გზაზე მყარად ვიაროთ - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 12:00 | 25.03.2019
ნანახია: 681

საქართველოს მხრიდან ყველაფერი კეთდება, რომ ნატო-სკენ მიმავალ გზაზე მყარად ვიაროთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთანშეხვედრაზე განაცხადა.

„ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული და პატივია, რომ საქართველო თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ მასპინძლობს ნატო-ს წვრთნებს ამ ქვეყანაში, რაც არის ძალიან სერიოზული გზავნილი და ნიშანი იმისა, რა დონეზეა ასული ჩვენი ურთიერთობები და ნდობა.

საქართველოს მოსახლეობისთვის ეს არის ძალიან დიდი ნიშანი, თუ რა გზაზე ვდგავართ, რომ ეს გზა არის უალტერნატივო, უცვლელი. რომ ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება, იქნება ეს სამხედრო თუ პოლიტიკური რეფორმები, იმისთვის, რომ ამ გზაზე მყარად ვიაროთ. ჩვენ ვხედავთ, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა გრძელდება ჩრდილო მაკედონიის მიღებით, რაც დიდი ნიშანი არის და ჩვენ ამ გზას გავაგრძელებთ“,- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე