„ქართულმა ოცნებამ“ მერობის შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატები დაასახელა

საქართველო, თბილისი - 11:45 | 25.03.2019
ნანახია: 817

პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მერობის შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატები დაასახელა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რეგიონების განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მისი თქმით, ამ კანდიდატებს,  საუკეთესოდ ესმით ზუგდიდის, ზესტაფონის, ჭიათურის, ხულოს და მარნეულის საჭიროებები და შესწევთ უნარი, წარმატებით იზრუნონ ადგილობრივ მოსახლეობაზე, ქალაქისა და სოფლის განვითარებაზე.

ზუგდიდში მერობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა გიორგი შენგელია.

მარნეულში მერობის კანდიდატი იქნება ზაურ დარგალი.

ზესტაფონში მერობის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე იქნება.

ჭიათურაში მერობის კანდიდატად გივი მოდებაძე დასახელდა.

ხულოს მერობის კანდიდატად წარდგენილია ვახტან ბერიძე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე