საქართველო მიდის ნატოს წევრობისკენ - სტოლტენბერგი

საქართველო, თბილისი - 11:24 | 25.03.2019
ნანახია: 596

საქართველო მიდის ნატოს წევრობისკენ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„საქართველო ნატოს უნიკალური პარტნიორი გახლავთ და მივესალმები იმ პროცესს, რომელსაც თქვენ ახორციელებთ, რეფორმების კუთხით და აგრძელებთ ამ ნაბიჯების განხორციელებას. ნატო კვლავ და კვლავ იმეორებს, რომ საქართველოსთვის კარი მუდამ ღიაა. ბუქარესტში იქნა ყოველივე ეს გაცხადებული. საქართველო გახდება ნატოს წევრი და გასული წლის ივლისშიც ნატოს სამიტზე კიდევ ერთხელ იქნა ეს ნათქვამი. ასე რომ, საქართველო მიდის წევრობისკენ. ჩვენ, ასევე, ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ სუვერენიტეტსა და ქვეყნის მთლიანობას და არ ვეთანხმებით სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიების დამოუკიდებლად გამოცხადებას. ვემხრობით საქართველოს საზღვრებს საერთაშორისო სამართლით დაგენილ ფარგლებში. ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნებაა ყოველთვის თბილისში ყოფნა, საქართველო ულამაზესი ქვეყანაა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე