სასიხარულოა, რომ შავი ზღვა უფრო და უფრო პრიორიტეტული ხდება ნატო-სთვის - პრემიერი

საქართველო, თბილისი - 11:00 | 25.03.2019
ნანახია: 649

ჩვენთვის სასიხარულოა, რომ შავი ზღვა უფრო და უფრო პრიორიტეტული ხდება ნატო-სთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდნენ მეგობარ ქვეყნებთან, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია ნატო-ს სივრცის მდგრად უსაფრთხოებაზე საუბარი.

„ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ შეხვედრაზე აღინიშნა ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში საქართველოს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი და ყურადღება გამახვილდა ჩვენი გმირი სამხედროების ერთგულებასა და პროფესიონალიზმზე. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა აგრეთვე, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, ეს გახლდათ ის გზავნილი, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდით და ვსაუბრობდით ჩვენს მეგობრებთან, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია ნატო-ს სივრცის მდგრად უსაფრთხოებაზე საუბარი და ჩვენთვის სასიხარულოა, რომ შავი ზღვა უფრო და უფრო პრიორიტეტული ხდება ნატო-სთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე