იმედი მაქვს, მალე მოგესალმებით ნატო-ში - იენს სტოლტენბერგი

საქართველო, თბილისი - 10:49 | 25.03.2019
ნანახია: 731

რუსეთს მოვუწოდებთ, რომ გაიწვიოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თავის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების განცხადება და გაიყვანოს ჯარები, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მთავრობის კანცელარიაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სტოლტენბერგი მოუწოდებს რუსეთს, გაიწვიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების განცხადება.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთს მოვუწოდებთ, რომ გაიწვიოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თავის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების განცხადება და გაიყვანოს ჯარები. ჩვენ მივესალმებით შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებულ როლს, ამიტომაც, ვაძლიერებთ ურთიერთობებს საქართველოსა და ნატო-ს შორის და ეს თანამშრომლობა ყველა მიმართულებით გაძლიერდება. სამხედრო ძალები საზღვაო აკვატორიაში, ჩვენ ვნახავთ დღეიდან რა შეიძლება გაკეთდეს ამ მრავალეროვნული სწავლების ფარგლებში. ჩემი ამ პოზიციაზე ყოფნის პერიოდში აქტიურდება საზღვაო აკვატორიაში მოქმედი სამხედრო დანაყოფები.

მადლობა მასპინძლობისთვის, ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი. საქართველო არის ყველაზე მსხვილი მონაწილე ჩვენს ინიციატივებში, სამხედროების რაოდენობრივ და რიცხვობრივი თვალსაზრისით და იმედი მაქვს, მალე მოგესალმებით ნატო-ში“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე