თქვენ ხართ ნატო-ს არაწევრი, თუმცა ძალიან დიდი წვლილის შემტანი ჩვენს საქმიანობაში - იენს სტოლტენბერგი

საქართველო, თბილისი - 10:45 | 25.03.2019
ნანახია: 634

თქვენ ხართ ნატო-ს არაწევრი, თუმცა ძალიან დიდი წვლილის შემტანი ჩვენს საქმიანობაში, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მთავრობის კანცელარიაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, საქართველო ნატო-სთვის განსაკუთრებული პარტნიორია.

„გასულ წელს ჩვენ ამას გავუსვით ხაზი -გადაწყვეტილება, 2008 წელს რომელიც იქნა მიღებული, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. თქვენ ხართ არაწევრი, თუმცა ძალიან დიდი წვლილის შემტანი ჩვენს საქმიანობაში. თქვენ ახორციელებთ მტკიცე მხარდაჭერის პროგრამაში მონაწილეობას და ჩვენი რეაგირების ინიციატივებში აქტიურად მონაწილეობთ. ეს სწავლება ამ კვირის განმავლობაში ადასტურებს იმას, რომ ძლიერი თანამშრომლობა გაგვაჩნია. საქართველომ დიდი წინსვლა განიცადა. მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების კვალობაზე გაძლიერდა პარლამენტის მიერ უსაფრთხოების ზედამხედველობის როლი, ასევე სასამართლო სისტემის მიმართულებით გაძლიერდა რეფორმების განხორციელება. იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით ძალისხმევა კვლავ გაგრძელდება მომავალში და კიდევ უფრო ეფექტური დაცვის ინსტიტუციები იარსებებს ქვეყანაში“,- განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, მისასალმებელია, რომ საქართველომ იკისრა ვალდებულება ბიუჯეტიდან მშპ-ს 2 % თავდაცვის მიზნებისთვის გამოიყოს.

„მივესალმები იმას, რომ ვალდებულებად იკისრეთ მშპ-ს 2 % გამოიყოს ბიუჯეტიდან თავდაცვის მიზნებისთვის. ამ თანხის 20 პროცენტი წავა აპარატურაზე და მოდერნიზაციაზე, ეს გააძლიერებს თქვენს სამხედრო ძალებს და რეგიონული უსაფრთხოების პროგრამაში მონაწილეობას. მოგიწოდებთ, გააგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა და ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ, რომ ალიანსში მკვეთრი როლი იქონიოთ და საბოლოო ჯამში, გახდეთ ჩვენი წევრი“,- განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე