ღაზას სექტორიდან ნასროლი რაკეტა ისრაელში საცხოვრებელ სახლს დაეცა - არიან დაშავებულები

საქართველო, თბილისი - 10:24 | 25.03.2019
ნანახია: 798

ღაზას სექტორიდან გაშვებული რაკეტა ისრაელის ცენტრალურ ნაწილში საცხოვრებელ სახლს დაეცა, დაიჭრა შვიდი ადამიანი, რომელთა შორის 6 თვის, 3 წლისა და 12 წლის ბავშვები არიან.

პოლიციის ცნობით, რაკეტამ მიშმერეთის დასახლებულ პუნქტში, საცხოვრებელ სახლს დიდი ზიანი მიაყენა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ორი დაშავებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენები კი მსუბუქად არიან დაჭრილები.

ისრაელის პრემიერ მინისიტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუ, განაცხადა, რომ წყვეტს ვიზიტს აშშ-ში და სამშობლოში ბრუნდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე