პრინცი ჩარლზი და ჰერცოგინია კამილა კუბაში ჩავიდნენ

საქართველო, თბილისი - 10:06 | 25.03.2019
ნანახია: 947

უელსის პრინცი ჩარლზი მეუღლესთან, კორნუოლის ჰერცოგინია კამილასთან ერთად ისტორიული ვიზიტით კუბაში ჩავიდა. პრინცი კუბაში კარიბის აუაზის ქვეყნების ტურის ფარგლებში იმყოფება. ეს დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრების პირველი ვიზიტია კუბაში.

უელსის პრინცსა და კორნოულის ჰერცოგინიას ხოსე მარტის საერთაშორისო აეროპორტში კუბის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრი ანა გონსალესი დახვდა.

სამეფო ოჯახი კუბაში სამ დღეს გაატარებს. პრინცი და ჰერცოგინია კუბის პრეზიდენტს შეხვდებიან, ეწვევიან ხელოვნების ცენტრს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე