იენს სტოლტენბერგის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველო, თბილისი - 09:46 | 25.03.2019
ნანახია: 599

საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. დღის წესრიგით გათვალიწინებულ პირველ შეხვედრას სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან გამართავს. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერი და გენერალური მდივანი მედიის შეკითხვებს უპასუხებენ.

ამის შემდეგ, იენს სტოლტენბერგი ათონელის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდება.

ნატოს გენერალური მდივანი ეწვევა ნატო-საქართველოს წვრთნის და შეფასების ცენტრს, სადაც ამჟამად მიმდინარეობს ერთობლივი სწავლება ნატოს წევრი და პარტნიორი 24 ქვეყნის მონაწილეობით.

იენს სტოლტენბერგი შეხვედრებს გამართავს ასევე საქართველოს პარლამენტში, სადაც ის პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეხვდება.

ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს გუშინ, 24 მარტს ეწვია. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იენს სტოლტენბერგს სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე