საომარ ქრონიკებში მგონია თავი - რომან გოცირიძე

საქართველო, თბილისი - 13:15 | 22.03.2019
ნანახია: 664

"საომარ ქრონიკებში მგონია თავი, როდესაც ინფორმაციებს ვისმენ", - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, ქვეყანაში ისეთი სოციალური ფონია, რომ მაღაზია გაძარცვეს და შოკოლადი მოიპარეს. დეპუტატი აცხადებს, რომ „ქვეყანაში კრიმინალმა აიშვა“.

„მძიმე სახის დანაშუალებები ფაქტობრივად გაორმაგდა. ქურდობა 96%-ით გაიზარდა მხოლოდ ერთ წელიწადში დაგვიბრუნდა ისეთი დანაშაულები, რომლებიც იყო შევარდნაძის პერიოდში“, - ამბობს გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ კანონმდებლები საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე