ტრამპის განცხადება გოლანის სიმაღლეების შესახებ, ახალ კრიზისს გამოიწვევს - ერდოღანი

საქართველო, თბილისი - 13:12 | 22.03.2019
ნანახია: 693

აშშ-ის განცხადება გოლანის სიმაღლეებზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარების შესახებ რეგიონს ახალი კრიზისის ზღვარზე აყენებს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ამერიკის პრეზიდენტმა Twitter-ის მიკრობლოგში დაწერა, რომ გოლანის სიმაღლეებზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარების დრო დადგა. მისი თქმით, ეს აუცილებელია ისრაელისა და რეგიონის უსაფრთხოებისათვის.

 „ტრამპის ეს წრუმატებელი განცხადება ახლო აღმოსავლეთის რეგიონს ახალი კრიზისის ზღვარზე აყენებს“, - განაცხადა ერდოღანმა სტამბოლში. მისი თქმით, შეუძლებელია, ისრაელის მიერ გოლანის სიმაღლეების ოკუპაციის აღიარება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე