ყაზახეთში დედაქალაქის სახელის შეცვლის მოწინააღმდეგეებსა და მომხრეებს შორის დაპირისპირება მოხდა

საქართველო, თბილისი - 13:00 | 21.03.2019
ნანახია: 661

ყაზახეთში დედაქალაქის სახელის შეცვლის მოწინააღმდეგეებსა და მომხრეებს შორის ასტანის მერიასთან დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ცნობით, დაკავებულია 20 ადამიანი.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის ავტორებიც ასტანისთვის სახელის შეცვლის მოწინააღმდეგეებს საპროტესტო მიტინგზე მისვლისკენ მოუწოდებდნენ. ასევე ინტერნეტში გავრცელდა ონლაინ-პეტიცია, რომლის ავტორებიც ამ საკითხის მოსახლოებასთან შეთანხმებას მოითხოვენ. პეტიციას ამ დროისთვის ხელი უკვე 32 ათასმა ადამიანმა მოაწერა.

ყაზახეთის დედაქალქისთვის პირველი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის პატივისცემის ნიშნად, ნურსულთანის დარქმევის ინიციატივით პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქასიმ ჟომარტ ტოკაევი გუშინ გამოვიდა. იმავე დღეს ყაზახეთის პარლამენტმა ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე