ქურთმა მებრძოლებმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ბოლო დასაყრდენი სრულად გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 12:02 | 21.03.2019
ნანახია: 710

„სირიის დემოკრატიული ძალების“ მებრძოლებმა ბაღუზის დასახლებული პუნქტი, რომელიც „ისლამური სხელმწიფოს“ ბოლო დასაყრდენი იყო მთლიანად გაწმინდეს. ამის შესახებ სააგენტო EFE იუწყება.

 „დასახლებული პუნქტი სრულად გათავისუფლებულია „ისლამური სახელმწიფოსგან“, დღეს დასახლებულ პუნქტში სამხედრო ოპერაციები დასრულებულია“, - განუცხადეს სააგენტოს „სირიის დემოკრატიული ძალების“ წარმომადგენლებმა. ამ გასამხედროებული დაჯგუფების მებრძოლთა უმეტესობას ქურთები წარმოადგენენ.

გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბაღუზი უახლოეს საათებში გათავისუფლდებოდა.

ბაღუზი ერაყის საზღვართან მდებარეობს. ტერორისტების ნაწილი ქურთ მებრძოლებს დანებდა, თუმცა შეურიგებელმა მებრძოლებმა პორობა დადეს, რომ წინააღმდეგობას სისხლის უკანასკნელ წვეთამდე გაუწევდნენ. ბაღუზში სამხედრო ოპერაცის დასრულებას ხელს უშლიდა მშვიდბიანი მოქალაქეების არსებობა, რომლებსაც ტერორისტები ხშირად ცოცხალ ფარად იყენებდნენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე