ტერეზა მეი Brexit-ის გადავადებაზე პასუხიმსგებლობას პარლამენტს აკისრებს

საქართველო, თბილისი - 11:42 | 21.03.2019
ნანახია: 642

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ Brexit-ის გადავადებას სამწუხარო ამბავი უწოდა.

 „დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებას ეს მობეზრდა, თქვენ დაიღალეთ იმისგან, რომ პარლამენტარები მხოლოდ Brexit-ზე საუბრობენ. თქვენ აღელვებულები ხართ ამით, მე თქვენ მხარეს ვარ. დადგა დრო, პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღოს“, - განაცხადა მეიმ ბრიტანელი ხალხისადმი მიმართვაში.

გუშინ მეიმ ბრიუსელს გაუგზავნა წერილი, სადაც Brexit-ის გადატანა 30 ივნისისთვის სთხოვა. ამასთან, მან უარი თქვა პარლამენტის სპიკერის რეკომენდაციაზე და აპირებს  თემთა პალატას განსახილველად წარუდგინოს მანამდე უკვე ორჯერ უარყოფილი წინადადება ევროკავშირთან შეთანხმების ტექსტის შესახებ.

შესაბამისი წერილი მეიმ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეს დონალდ ტუსკს გაუგზავნა. დღეს ბრიტანეთის პრემიერი ბრიუსელში ევროკავშირის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლას 29 მარტისთვის გეგმავდა, თუმცა გასულ კვირას პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, Brexit-ის თარიღი უნდა გადავადდეს.

მთავრობა განიხლავდა წლის ბოლომდე და ორი წლითაც კი Brexit-ის გადავადების შესაძლებლობას, მაგრამ მეი ამის წინააღმდეგ წავიდა.

ვადების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ბრიუსელი მიიღებს.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე