სააკაშვილის გეგმას უკრაინაში დაბრუნების შესახებ, ავაკოვმა 300-დოლარიანი პიარი უწოდა

საქართველო, თბილისი - 11:14 | 21.03.2019
ნანახია: 721

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გეგმას უკრაინაში დაბრუნების შესახებ 300- დოლარიანი პიარი უწოდა.

 „სააკაშვილი თვითმფრინავშიც ვერ დაჯდება, არ შეუშვებენ. რადგან მას უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა აკრძალული აქვს. ეს სასამართლოს აკრძალვაა“, - განაცხადა მინისტრმა დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში.

გასულ კვრას მიხეილ სააკაშვილმა გორდონს უთხრა, რომ 1 აპრილს უკრაინაში ჩასვლას გეგმავს, რადგან დარწმუნებულია, რომ პეტრო პოროშენკო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვერ გავა და უკრაინაში ჩასვლაში ხელს ვერავინ შეუშლის. სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში მოსახვედრად ელქტრონული ბილეთი უკვე ნაყიდი აქვს.

2017 წლის ზაფხულში სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს, ქვეყნის სასაზღვრო სამსახურმა მას უკრაინაში შესვლა 2021 წლამდე აუკრძალა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე