21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა

საქართველო, თბილისი - 10:50 | 21.03.2019
ნანახია: 893

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 10:30 საათზე, სასტუმრო Holiday Inn-ში გაიმართება კონფერენცია სახელწოდებით „არავინ დატოვო... მიღმა". კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის საპატიო წევრი მაკა ჩიჩუა და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია. კონფერენციის ფარგლებში გაიმართება ადრეული და სკოლამდელი ინკლუზიური განათლების მიმართულებით, ბავშვის დაბადებიდან სკოლაში შესვლამდე, უწყებათაშორისი მარეგულირებელი დოკუმენტის ჩარჩოს პრეზენტაცია. დოკუმენტში აღწერილია მხარეების პასუხისმგებლობები, მხარდამჭერი მომსახურება, რეფერირების პროცედურები, ტრანზიცია და სხვა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე