ბრიტანეთმა ევროკავშირი 23 მაისამდე უნდა დატოვოს - ჟან კლოდ იუნკერი

საქართველო, თბილისი - 17:30 | 20.03.2019
ნანახია: 707

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა დიდი ბრიტანეთის პრემიერს ტერეზა მეის ურჩია ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის პროცესი ევროპარლამენტის არჩევნებამდე დაასრულოს. ამის შესახებ მედიას ევროკომისიის წარმომადგენელმა განუცხადა.

 „პრემიერ მინისტრმა მეიმ სატელეფონო საუბრისას იუნკერს წერილის გაგზავნის შესახებ შეატყობინა. პრეზიდენტი იუნკერი დადებითად აფასებს იმ ფატქს, რომ პრემიერ მინისტრი თავის შეხედულებებს ევროკავშირის ქვეყნების მეთაურებს სამიტის წინ აცნობს. თუმცა პრეზიდენტმა იუნკერმა ოფიციალურად გააფრთხილა პრემიერ მინისტრი, რომ წინააღმდეგია თარიღის გადავადების, რომელიც ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ იქნებოდა“, - განაცხადეს ევროკომისიაში.  

ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის თარიღის გადავადების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ ერთხმად უნდა მიიღოს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ ევროკავშირს თხოვნით მიმართა Brexit-ი 2019 წლის 30 ივნისისთვის გადავადდეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე