არსებული ჟენევის ფორმატი აუცილებელიცაა, თუმცა ამავდროულად საჭიროა პოლიტიკური ფორმატზე ფიქრი - პრეზიდენტი

საქართველო, თბილისი - 17:04 | 20.03.2019
ნანახია: 716

გაუქმებაზე არც არავის უფიქრია ან ულაპარაკია, არსებული ჟენევის ფორმატი აუცილებელიცაა - აღნიშნულ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე“ ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით ავრცელებს.

„გაუქმებაზე არც არავის უფიქრია ან ულაპარაკია, არსებული ჟენევის ფორმატი აუცილებელიცაა! თუმცა ამავდროულად საჭიროა პოლიტიკური ფორმატზე ფიქრი და სხვა დონეზე ჩვენი საკითხის დაყენება... ეს იმ შემთხვევაში, თუ გვინდა საქართველოსა და მისი ოკუპირებული ტეროტორიების საკითხი “მსოფლიო რუკაზე” და ჩვენ პარტნიორების პრიორიტეტებში დავაბრუნოთ!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე