ტერეზა მეიმ ევროკავშირს Brexit-ის სამი თვით გადავადების თხოვნით მიმართა

საქართველო, თბილისი - 16:56 | 20.03.2019
ნანახია: 643

დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ ევროკავშირს თხოვნით მიმართა Brexit-ი 2019 წლის 30 ივნისისთვის გადავადდეს.

ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლას 29 მარტისთვის გეგმავდა, თუმცა გასულ კვირას პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად Brexit-ის თარიღი უნდა გადავადდეს.

ევროკავშირის ქვეყნების საბჭომ შეათანხმა ზომები „ხისტი“ Brexit-ის შემთხვევაში, თუ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს რატიფიცირებული შეთანხმების გარეშე დატოვებს.

ამ შემთხვევაში შეთანხმებული ღონისძიებები საშუალებას იძლევა  სხვადასხვა სფეროში ევროკავშირმა სერიოზული ზიანი თავიდან აიცილოს. ეს ეხება თევზჭერას, ტრანსპორტს, Erasmus+-ს პროგრამებს.

ამის გარდა არის სხვა ზომებიც, რომლებც ევროკავშირისა და ბრიტანეთის მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს თავისუფლდ გადაადგილდნენ ამ რეგიონებს შორის.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე