ავჭალაში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 16:01 | 20.03.2019
ნანახია: 843

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა ავჭალაში, ერთ-ერთ მარკეტში მომხდარი ყაჩაღობა გახსნეს, დაკავებულია - 2 პირი: 1998 წელს დაბადებული გ.ბ. და 1998 წელს დაბადებული გ.ა.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ 20 მარტს ღამის საათებში ნიღბით და ცივი იარაღით შეიარაღებული პირები ავჭალაში, ლიბანის ქუჩაზე ერთ-ერთი მარკეტის გამყიდველებს დაემუქრნენ და თანხა მოსთხოვეს. პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა მომხდარიდან რამდენიმე საათში დაადგინა და ისინი ბრალდებულის სახით დააკავა.

ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე