ამორგეთ ტელეფონიდან ეს თავი და მომისმინეთ - წულუკიანი ბოკერიას

საქართველო, თბილისი - 15:56 | 20.03.2019
ნანახია: 886

„აგვისტოს ომზე ვლაპარაკობ და ტელეფონში გაქვთ თავი ჩარგული, ამორგეთ ეს თავი და მომისმინეთ, რა გავაკეთეთ ჩვენ“, – ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ევროპული საქართველოს“ წევრს, გიგა ბოკერიას.

„მე თქვენზე, ბატონო გიგა, დროს მერე დავხარჯავ, ეჭვი გაქვთ ალბათ, რომ უპასუხოდ არ დაგტოვებთ. გავაგრძელებ იმით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის და თქვენთვისაც ალბათ სასიცოცხლო დავაზე, აგვისტოს ომის საკითხზე ვაგრძელებთ დავას სტრასბურის სასამართლოში, თუმცა ეს თქვენ არ გაინტერესებთ. აგვისტოს ომზე ვლაპარაკობ და ტელეფონში გაქვთ თავი ჩარგული, ამორგეთ ეს თავი და მომისმინეთ, რა გავაკეთეთ ჩვენ“, – განაცხადა წულუკიანმა.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს უსმენენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე