გინეკოლოგმა თავისი სპერმით პაციენტები გაანაყოფიერა და 50 შვილის მამა გახდა

საქართველო, თბილისი - 15:51 | 20.03.2019
ნანახია: 934

აშშ-ში ექიმმა გინეკოლოგმა თავისი სპერმა პაციენტების კვერცხუჯრედების განაყოფიერებისთვის გამოიყენა და 50 ბავშვის მამა გახდა. ამის შესახებ ჟურნალი The Atlantic-ი წერს.

გინეკოლოგი, ინდიანას შტატიდან, დონალდ კლაინი 1970-იან წლებიდან ანაყოფიერებდა ქალებს, ამისთვის ის თავის გენეტიკურ მასალას იყენებდა, პაცინეტებს კი არწმუნებდა, რომ ნიმუშებს სხვადასხვა დონორისგან იღებდა.

პაციენტები არაფერში დაეჭვებულან 2014 წლამდე, როდესაც კლაინის ერთ-ერთმა ქალიშვილმა გადაწყვიტა თავისი ბიოლოგიური ძმებისა და დების მოძებნა სპეციალური ფორუმის დახმარებით. გარეგნული მსგავსების გამო მან ყურადღება მიაქცია ფორუმის ერთ-ერთ მონაწილეს,  რომელიც ნამდვილდ მისი ნათესავი აღმოჩნდა.

თავიანთ წარმომავლობას მიაგნეს კლაინის პაციენტების სხვა შვილებმაც. დნმ-ის ტესტების მეშვეობით 50-მა ადამიანმა დაამტკიცა, რომ მათი მამა ნამდვილად  ექიმი კლაინი იყო.

როგორც The Atlantic-ი წერს, კლაინის ზოგიერთმა შვილმა მამის პოვნა სიხარულით მიიღო, თუმცა უმეტესობა ამ ფაქტმა აღაშფოთა და გინეკოლოგს სასამართლოში უჩივლა.

გინეკოლოგმა თავისი გენეტიკური მასალის გამოყენება 50 შემთხვევაში აღიარა და განაცხადა ,რომ ამის შესახებ ყველა სამედიცინო ჩანაწერი გაანადგურა. მისი თქმით, წლების წინ დონორებისგან სპერმის მიღება რთული იყო და დიდ დროს მოითხოვდა.

ინდიანას შტატის სასამართლომ კლაინს ერთწლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა და 500 დოლარით დააჯარიმა. მას ასევე ჩამოერთვა სამედიცინო ლიცენზია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე