პრეზიდენტის ფონდი ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის პროექტს დააფინანსებს

საქართველო, თბილისი - 09:51 | 20.03.2019
ნანახია: 781

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ფონდი, რომელიც პრეზიდენტის ხელფასით ფინანსდება, ამზადებს ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის პროექტს. აღნიშნულის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

"ის ფონდი, რომელზედაც მქონდა საუბარი, შეიქმნა. იქ გადავრიცხე ჩემი ხელფასები. ახლა დავიწყებთ პროექტების შემოტანას. ალბათ პირველი პროექტი იქნება ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრი, რომელზედაც მქონდა საუბარი საპარლამენტო გამოსვლაში. პროექტი რომელიც მარიამ ჯაშთან ერთად მზადდება", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ფონდის კონცეფციის მიხედვით, ნებისმიერ მსურველს შეეძლება ფონდის მიერ მომზადებული პროექტის დაფინანსება.

"იმ ფონდისთვის მე არ ვეძებ გარეთ თანხებს, იმიტომ რომ კონცეფცია არის სხვანაირი. პროექტი უნდა დავდოთ და ამ პროექტზე ვინც იქნება მსურველი, მოვიდეს და დააფინანსოს და ეს იქნება გამჭვირვალე და ყველასათვის დასანახი თუ როგორ ფინანსდება რომელიმე პროექტი", - დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე