პუტინთან შეხვედრას არ ვგეგმავ - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 09:48 | 20.03.2019
ნანახია: 859

პუტინთან შეხვედრას არ ვგეგმავ და არც შეიძლება დაიგეგმოს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“. მისი თქმით, ეს შეხვედრა თუ და როდესაც შედგება, უნდა იყოს მომზადებული რაღაცით.

„პუტინთან შეხვედრას არ ვგეგმავ და არც შეიძლება დაიგეგმოს. ეს შეხვედრა თუ და როდესაც შედგება, უნდა იყოს მომზადებული რაღაცით. უნდა იგრძნობოდეს, რომ... ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენი პარტნიორების ზეწოლა, გამეორებითი შეხსენება, დაჟინებით შეხსენება, რა ვალდებულებები აქვს რუსეთს, ეს არის ყველაფრის საწყისი. გააჩნია საიდან წამოვა და რა სიმძიმით წამოვა. იმიტომ რომ, თუ რუსეთმა არ გვაჩვენა რაღაც ნიშნებით, თუნდაც, ბორდერიზაციაზე, რომ შეჩერდა, რომ აღარ არის გატაცებები რაღაც პერიოდის მანძილზე, რომ აღარ არის ეს პროვოკაციები, გამუდმებით... თუ რაღაც პირველი ნიშნები, რაღაც მომენტში არ დაიწყო... და რაღაც სხვა დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს რუსეთს, რა აზრი აქვს დიალოგს. ეს თუ არ არის, მაშინ არის თავის მოტყუება, შესვლა დიალოგში. მე მაინც ოპტიმისტი ვარ და მიიაჩნია, რომ ნებისმიერი სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, ნებისმიერი ადამიანი შეიძლება შეიცვალოს და ნებისმიერი ქვეყნის მეთაური და მისი პოლიტიკა სხვადასხვა რეალური გარემოებების გამო და არა იმიტომ რომ შევუყვარდით უცებ და შეიცვალა. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ რაღაც რეალურად შეიცვალა. თუ არ არის, რეალური ნიშნები, კიდევ ერთხელ ვიტყვი, არის თავის მოტყუება“, - განაცხადა ზურაბიშვილი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე