სალომე ზურაბიშვილი სესილია მალსტრომს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 15:29 | 19.03.2019
ნანახია: 675

პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, ცოტა ხნის წინ დასრულდა საქართველოს პრეზიდენტისა და ევროკავშირის კომისრის ვაჭრობის საკითხებში, სესილია მალსტრომის შეხვედრა.

საქართველოს პრეზიდენტმა შეაფასა რა ევროკავშირში მიმდინარე პროცესები აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენების გამო, არსებობს სკეპტიციზმი ევროკავშირს მიმართ, საუბარია ბრექსითზე, ევროპარლამენტის არჩევნებზე, თუმცა  „ საქართველოს სწრაფვა ევროპისკენ უცვლელია, ამიტომაც, საქართველომ უნდა შეძლოს, თავის სასარგებლოდ გამოიყენოს მიმდინარე პროცესები, ჩვენ უნდა მოვახდინოთ დარგობრივი ინტეგრაცია სპეციალური პროგრამების საშუალებით და ვისარგებლოთ ყველა იმ მნიშვნელოვანი პროგრამითა და სერვისით, რითაც ევროკავშირის ქვეყნები სარგებლობენ - ასეთია სალომე ზურაბიშვილის პოზიცია“,-აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

მხარეებმა შეხვედრაზე შეაფასეს მიმდინარე პროცესები, აღინიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები მზარდია, თუმცა ბოლო პერიოდში, ექსპორტის კლების ტენდენციაც შეინიშნება.  ამ კონტექსტში მიზანშეწონილია,  საქართველომ ექსპორტის ახალი სტრატეგია შეიმუშაოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე