თემქაზე, საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 15:07 | 19.03.2019
ნანახია: 944

თბილისში, თემქაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. 

მომხდარის შედეგად ჩამოინგრა აივნის ნაწილი. დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმე არ არის. 

ადგილზე მუშაობდა სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე