სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება არ უნდა იქნას გამოყენებული ფსევდორელიგიური იურიდიული პირების მიერ ვიწრო მერკანტილური ინტერესებისათვის - საპატრიარქო

საქართველო, თბილისი - 13:48 | 19.03.2019
ნანახია: 703

სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლება არ უნდა იქნას გამოყენებული ფსევდორელიგიური იურიდიული პირების მიერ თავიანთი ვიწრო მერკანტილური ინტერესებისათვის, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„სასულიერო პირების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლება საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა და ჩვენ მას მხარს ვუჭერთ. სახელმწიფოში ასევე გარანტირებული უნდა იყოს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური.

ამასთან უნდა გატარდეს შესაბამისი ზომები, რათა ეს პრაქტიკა არ იქნას გამოყენებული ფსევდორელიგიური იურიდიული პირების მიერ თავიანთი ვიწრო მერკანტილური ინტერესებისათვის, რაც რელიგიურობით მანიპულაციას და აშკარა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას წარმოადგენს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე