პეკინის ქუჩაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციას თავს დაესხნენ

საქართველო, თბილისი - 12:22 | 19.03.2019
ნანახია: 1019

თბილისში, პეკინის ქუჩაზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „გიროს“  შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავეებმა თანხის წაღება ვერ შეძლეს და ტერიტორია სამართალდამცველების მისვლამდე დატოვეს. არსებული ინფორმაციით, დამნაშავეებმა შემთხვევის ადგილზე ერთი გასროლა განახორციელეს, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფანჯრებს, ნატყვიარი ეტყობა. 

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 2010 წლიდან მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის მომსახურებას სთავაზობს. ის თბილისში რამდენიმე ფილიალს ფლობს.

პეკინის ქუჩაზე მომხდარ ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე