ვარკეთილში ურთიერთშელაპარაკების შედეგად მიკროავტობუსის მძღოლი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 09:54 | 18.03.2019
ნანახია: 1293

თბილისში, ვარკეთილში, მიკროავტობუსის მძღოლი დაჭრეს. შემთხვევა სუხიშვილის ქუჩაზე, ავტობუსების ბოლო გაჩერებაზე მოხდა. დაჭრის ფაქტს წინ უძღოდა მამაკაცებს შორის შელაპარაკება.

დაჭრილია 50-წლამდე ასაკის მამაკაცი. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულს ჭრილობა გულ-მკერდის არეში, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია.

სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე