დიდ დიღომში ხანძრის შედეგად ტექნო-ლუქსის საწყობი დაიწვა

საქართველო, თბილისი - 09:32 | 18.03.2019
ნანახია: 862

დიდ დიღომში ძლიერი ხანძრის შედეგად ტექნო-ლუქსის საწყობი დაიწვა.  განადგურებულია დაახლოებით 1800 კვადრატული მეტრი ფართობი. საწყობს ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა. ხანძრის სწარაფად გავრცელებას ხელი ძლიერმა ქარმა შეუწყო. ცეცხლის ჩაქრობას 23 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. დაწყებულია გამოძიება მუხლით, რომელიც ცეცხლის წაკიდებით, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე