Alibaba-ს დამფუძნებელი ჰონკონგურ გამოცემა South China Morning Post-ს ყიდულობს

საქართველო, თბილისი - 14:06 | 14.12.2015
ნანახია: 1390

Alibaba Group Holding Ltd-ის დამფუძნებელმა ჯეკ მამ ინგლისურენოვანი ჰონკონგური გაზეთის South China Morning Post-ის (SCMP) შესყიდვაზე უკვე დაასრულა მოლაპარაკებები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას SCMP Group Ltd-ი ავრცელებს. გარიგების ფინანსური დეტალები ამ დროისათვის არ ხმაურდება.

როგორც Bloomberg-ი იტყობინება, გაზეთის მფლობელი მას შემდეგ არ გამოცვლილა, რაც 1993 წელს მედიამაგნატმა რუპერტ მერდოკმა გაზეთის საკუთარი წილი გაასხვისა და ის მალაიზიელ მილიარდერს რობერტ კუოკუს მიყიდა.

ანალიკიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ ჯეკ მა გაზეთის ციფრული ვერსიის განვითარებას დააჩქარებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე