ახალი გენერალური გეგმა ქაოტური განაშენიანების მოგვარებისკენ წინგადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია - ბექა დავითულიანი
საქართველო, თბილისი - 16:57 | 15.03.2019 ნანახია: 688თბილისის საკრებულოს სხდომაზე ამ წუთებში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო პროექტს განიხილავენ. სხდომაზე დეპუტატები დოკუმენტთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებენ. საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ“ ბექა დავითულიანმა დოკუმენტის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი გენერალური გეგმის მიღებით საკრებულო ქაოტური განაშენიანების მოგვარებისკენ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს გადადგამს.
„ჩვენ დღეს წესით უნდა გვქონდეს საზეიმო განწყობა. ახალი გენერალური გეგმა ქაოტური განაშენიანების მოგვარებისკენ წინგადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. ამ დოკუმენტის მიხედვით, დედაქალაქში იზრდება მწვანე სივრცეები, ასევე მოგვარდება გარემოსდაცვითი საკითხები და სატრანსპორტო პოლიტიკა. გენგეგმის დახვეწაზე, „სითი ინსტიტუტთან“ ერთად, დიდხანს მუშაობდა თბილისის მერია და ამ პროცესში საკრებულო აქტიურად იყო ჩართული. როგორც ჩანს, მივიღეთ მთელი რიგი მიმართულებით მართლაც დახვეწილი დოკუმენტი“ - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს დოკუმენტთან დაკავშირებით არსებითი შენიშვნები არ აქვთ. გარდა გამოგონილი 14 ათასი კვადრატული მეტრი მიწისა, რომელიც ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაა.
„ისინი ამტკიცებდნენ, რომ ამ ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილს გარკვეული ინტერესები აქვს. მინდა განვმარტო, რომ ბოტანიკური ბაღი არის ისტორიულ-ლანდშაფტური დაცვის ზონა. მისი გასხვისება, ან რაიმე სხვა განვითარება არის გამორიცხული. ამ ტერიტორიას დღემდე მოქმედი გენგეგმით რეკრეაციული ზონა 1-ის სტატუსი ედო და ახალი გენგეგმითაც იქნება სტატუსი, რეკრეაციული ზონა 1 ექნება“ - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
სხდომაზე ბექა დავითულიანი ოპოზიციის კიდევ ერთ ბრალდებას გამოეხმაურა, თითქოსდა დედაქალაქში რეკრეაციული ზონები მცირდება. ბექა დავითულიანის თქმით, ახალი გენერალური გეგმით თბილისში მწვანე საფარი 4 მილიონი კვადრატული მეტრით იზრდება.
„არ მაქვს ილუზია, რომ ეს დოკუმენტი არის იდეალური, ახალი გენერალური გეგმა არის რეალისტური, რომლის მიღებასაც დედაქალაქისთვის იმაზე მეტი პოზიტივის მოტანა შეუძლია, ვიდრე დღემდე მოქმედს“ - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა