შსს-მ ბათუმში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა

საქართველო, თბილისი - 15:44 | 15.03.2019
ნანახია: 868

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში მომხდარი ქურდობის 3 ფაქტი გახსნეს - მხილებულია ორი არასრულწლოვანი: 2004 წელს დაბადებული ნ.ა. და 2001 წელს დაბადებული ა.ბ. გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 13 მარტს ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილსა და წერეთლის ქუჩაზე მდებარე საკონდიტრო და სასურსათო მაღაზიებში უკანონოდ შეაღწიეს, საიდანაც ფული და სხვადასხვა დასახელების სიგარეტი მოიპარეს. ორივე არასრულწლოვანი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე