17-18 მარტს მეტეოროლოგები საქართველოში წვიმას ელოდებიან

საქართველო, თბილისი - 14:15 | 15.03.2019
ნანახია: 826

17-18 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა (დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი), დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება, ზოგან მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე