სუსი-ის ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერაქტის დროს იარაღის მჭიდზე დატანილი ქართული წარწერის შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 13:08 | 15.03.2019
ნანახია: 1550

სუსი-ის ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერაქტის დროს იარაღის მჭიდზე დატანილი ქართული წარწერის შესახებ განცხადებას ავრცელებს:

"უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდების ფოტოსურათები. მათზე დატანილი იყო სიმბოლოები და წარწერები სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულ ენაზეც. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკვე თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა მოხდეს დეტალური ინფორმაციის მიღება მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს ახალი ზელანდიის მოსახლეობას მომხდარი ტერორისტული აქტის გამო", -აღნიშნულია განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთზე თავდასხმა მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 49, ხოლო დაშავებულია 48 ადამიანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე