თებერვალში, საქართველოში ფულადი გზავნილების სახით 125.5 მლნ დოლარი შემოვიდა

საქართველო, თბილისი - 12:52 | 15.03.2019
ნანახია: 914

საქართველოს ეროვნული ბანკის მონცამებით, 2019 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 125.5 მლნ აშშ დოლარი (332.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 10.2 პროცენტით (11.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.0 პროცენტი იმ 15 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 15 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების  92.2 პროცენტი მოდიოდა.

2019 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.7 მლნ აშშ დოლარი (47.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 18.0 მლნ აშშ დოლარისა (44.3 მლნ ლარისა) 2018 წლის თებერვალში.

 

ფულადი გზავნილების მოცულობა

(თებერვალი, 2019)

მლნ აშშ დოლარი

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,%

თებერვალი, 2018

თებერვალი, 2019

სულ  

125.5

100.0

100.0

ევროკავშირის ქვეყნები, სულ

41.90

35.31

33.40

მათ შორის:

 

 

 

იტალია

17.44

12.38

13.90

საბერძნეთი

14.16

11.80

11.29

გერმანია

3.57

2.70

2.85

ესპანეთი

3.48

2.61

2.78

პოლონეთი

2.22

0.71

1.77

საფრანგეთი

1.86

1.23

1.48

გაერთიანებული სამეფო

1.38

1.14

1.10

დანარჩენი ქვეყნები, სულ

83.57

64.69

66.60

მათ შორის:

 

 

 

რუსეთი

31.62

29.25

25.20

ისრაელი

12.83

10.39

10.22

აშშ

12.73

7.24

10.15

თურქეთი

7.70

8.72

6.14

უკრაინა

2.33

1.91

1.85

ყირგიზეთი

1.47

0.12

1.17

აზერბაიჯანი

1.42

1.16

1.13

ყაზახეთი

1.28

0.81

1.02

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე