მაშველებმა მტირალას ეროვნულ პარკში დაკარგული შვეიცარიის 2 მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს

საქართველო, თბილისი - 12:48 | 15.03.2019
ნანახია: 718

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა  ქობულეთში მტირალას ეროვნულ პარკში დაკარგული შვეიცარიის ორი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს.

ტურისტებს ლაშქრობისას გზა აებნათ და ტყიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხეს.

სამძებრო სამუშაოები გვიან ღამით, რამდენიმე საათის განმავლობაში, რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, მეხანძრე-მაშველებმა მოახერხეს დაკარგულების პოვნა და უსაფრთხო ადგილას გადაყვანა.

მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და რეინჯერები.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე