გენერალური გეგმა უზრუნველყოფს ქალაქის სწორ, გრძელვადიან, სისტემურ განვითარებას - გიორგი ტყემალაძე

საქართველო, თბილისი - 12:15 | 15.03.2019
ნანახია: 745

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ  თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმას თბილისისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი უწოდა. როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გენგეგმას დაამტკიცებენ.

„გენერალური გეგმა უზრუნველყოფს ქალაქის სწორ, გრძელვადიან, სისტემურ განვითარებას. მინდა მივულოცო თითოეულ თბილისელს. დარწმუნებული ვარ, ახალი გენგეგმით მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ქალაქის სწორ განვითარებაში,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.

გიორგი ტყემალაძემ ყურადღება გაამახვილა ასევე K2 კოეფიციენტის გადაჭარბების აკრძალვაზე.

„ჩვენ უარს ვამბობთ K2 კოეფიციენტის გადაჭარდებაზე და ვადასტურებთ, რომ გენერალური გეგმის ფუნქციური ზონების შესაბამისად განვითარდება ქალაქი,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.

გიორგი ტყემალაძემ დასძინა, რომ K2 კოეფიციენტის გადაჭარბების აკრძალვა  ეხება აბსოლუტურად ყველა ტერიტორიას, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, რომელიც ეხება დაუმთავრებელ მშენებლობებს და ავარიულ შენობებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე