საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა კონფერენცია - „ენერგეტიკა და გარემო“ გაიხსნა
საქართველო, თბილისი - 15:54 | 14.03.2019 ნანახია: 768საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სტუდენტთა რიგით მეორე ღია სამეცნიერო კონფერენცია - ,,ენერგეტიკა და გარემო“ მიმდინარეობს.
სტუდენტთა კონფერენცია გახსნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ - ნათია თურნავამ, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში - პროფ. ზურაბ გასიტაშვილმა და სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანმა - პროფ. გია არაბიძემ.
ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის - ნათია თურნავას განცხადებით, სტუდენტებს, რომლებიც ენერგეტიკას ეუფლებიან, სწორი არჩევანი გაქვთ გაკეთებული, რადგან ეს პროფესია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია. მისი თქმით, ეს ტენდენცია სულ უფრო და უფრო მზარდია.
„ენერგეტიკაში ჩნდება სრულიად ახალი სფეროები, ერთ-ერთი მათგანი ენერგოეფექტურობაა. თუ ადრე, ენერგიის მზარდ მოხმარებას ვუპირისპირებდით მეტი სადგურის აშენებას, ახლა ჩვენი მოთხოვნა ენერგიის ეფექტურად მოხმარება ხდება. ეს ნიშნავს იმას, რომ კანონში შეტანილ ცვლილებებთან ერთად, ამოქმედდება ენერგოაუდიტის სამსახური. ასევე, ჩნდება მეორე დიდი პროფესია - ენერგეტიკული სერვისების მიმწოდებელი. როდესაც ბიზნესი აღმოაჩენს, რომ ნამდვილად ზედმეტ ენერგიას მოიხმარს, ენერგეტიკული სერვისების მიმწოდებელი ურჩევს მას, როგორ გადააწყოს საქმიანობა ისე, რომ უფრო ნაკლები ენერგია მოიხმაროს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მეცნიერების დარგში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის - პროფ. ზურაბ გასიტაშვილის თქმით, ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკოსის პროფესიას ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ეუფლება.
„ენერგეტიკის დარგი ყოველდღიურად განვითარების ახალ საფეხურზე გადადის. ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები რეგულარულად გადიან სტაჟირებას სხვადასხვა ენერგოკომპანიაში. ბოლო დროს, 40 სტუდენტი მივავლინეთ სტაჟირებაზე. მიგვაჩნია, რომ ენერგეტიკის დარგის განვითარებაში უმნიშვნელოვანესია ჩვენი სტუდენტების ჩართულობა, რადგან სწორედ მათ უნდა მართონ ეს დარგი სამომავლოდ. ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტი კი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია და აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით“, - აღნიშნა ზურაბ გასიტაშვილმა.
როგორც ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანმა - პროფ. გია არაბიძემ განაცხადა, დღევანდელი კონფერენცია იქნებ, ახალი ურთიერთობების ათვლის წერტილი, მითუმეტეს, რომ კონფერენციის ორგანიზატორი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა.
„ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩვენს ფაკულტეტს შორის თითქოს შენელდა კავშირი. ეს გასაგებიცაა - სტრუქტურულ ცვლილებებს დრო სჭირდება. სტუდენტებთან ერთად, არაერთი საინტერესო გეგმა გვაქვს, რაც გააღრმავებს სამინისტროსა და ფაკულტეტს შორის ურთიერთობას“, - განაცხადა გია არაბიძემ.
კონფერენციას ეწრებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და საქართველოში მოქმედი ენერგოკომპანიების ხელმძღვანელი პირები.
სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაზე 21 მომხსენებელი წარსდგება, რომელთაგან 15 ბაკალავრიატის, ხოლო 6 - მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტია. მათი ნაშრომები და კვლევები საქართველოს ენერგეტიკის დარგში მიმდინარე პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს, ინოვაციებს, მწვანე ენერგიის განვითარების შესაძლებლობებს, დარგში მიმდინარე დადებით თუ უარყოფით პროცესებს, ალტერნატიული ენერგიის მიღების წყაროებს, ენერგეტიკული დარგის განვითარების მიმართულებებს ეხება და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გაანალიზების მცდელობასაც ისახავს მიზნად.
ენერგეტიკის დარგის შვიდი სპეციალისტით დაკომპლექტებული სპეციალური კომისია დღეს საღამოსვე გამოავლენს ხუთ ნომინაციაში გამარჯვებულ სტუდენტებს, რომლებიც მსხვილი კომპანიების - საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, „თელასი“, „საქრუსენერგო“, ენერგოეფექტურობის ცენტრი, „ბლაუენშტაინ საქართველო“ - და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მიერ დაწესებული ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. სამეცნიერო კონფერენციის დასასრულ კი, მონაწილე ყველა სტუდენტს სერტიფიკატები გადაეცემათ.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, სტუდენტთა რიგით მეორე ღია სამეცნიერო კონფერენციის - ,,ენერგეტიკა და გარემო“ ორგანიზატორები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, „თელასი“, „საქრუსენერგო“, ენერგოეფექტურობის ცენტრი, საკონსულტაციო-საპროექტო კომპანია „გროს ენერჯი ჯგუფი“ (GEG) და „ბლაუენშტაინ საქართველო“ (Blauenstein Georgia).
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა