გიგაური, პრაქტიკულად, ავრცელებს ჭორებს, ეს არის მისი ფანტაზიები - სერგო მეთოფიშვილი

საქართველო, თბილისი - 13:17 | 14.03.2019
ნანახია: 700

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშთან დაკავშირებით, იუსტიციის საბჭოს წევრი  სერგო მეთოფიშვილი ამბობს, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების გავლენების ქვეშ მოექცა,

„ეს არის ანგარიში, რომელიც ეფუძნება „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშებს და სხვა პოლიტიზირებული NGO-ების, მე მათ პოლიტიზირებულ NGO-ებს ვეძახი. გიგაური, პრაქტიკულად, ავრცელებს ჭორებს. ეს არის ფანტაზიები მისი და მისი ჭორები. მე ბევრი ჭორი ვიცი ქალბატონ გიგაურთან დაკავშირებით, მათ შორის რეალობაც ვიცი. ასეთ ჭორებს აგროვებს გიგაური და ასეთ ჭორებს უგზავნის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ძალიან პოლიტიზირებულია. სახელმწიფო დეპარტამენტს რაც მიაწოდა გიგაურმა, ის დაწერა სახელმწიფო დეპარტამენტმა. ეს არის ჭორების შეგროვება, ეს არის Fake ანგარიშები, რასაც გიგაური, სალაძე და სხვები შვებიან“, - განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე