შვედეთი რუსი დიპლომატის გაძევებას მოითხოვს

საქართველო, თბილისი - 13:07 | 14.03.2019
ნანახია: 814

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სტოკჰოლმში რუსეთის ელჩი ვიქტორ ტატარინცევი უწყებაში დაიბარა. მედიის ცნობით, უწყება მოითხოვს, რომ ქვეყანა დატოვოს დიპლომატმა, რომელსაც მოსკოვის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დაკავებულთან კავშირს ედავებიან.

მანამდე შვედეთის პოლიცია აცხადებდა, რომ ერთ-ერთი რუსი დიპლომატი დაზვერვის სამსახურის თანამშრომელია. სამართალდამცველების თქმით, ის თანამშრომლობდა თებერვალში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დაკავებულ შვედეთის 46 წლის მოქალაქესთან.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე