2008 წელს ნატო-მ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, როდესაც უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებით ნატო არ გააფართოვა - ელიოტ ენჯელი

საქართველო, თბილისი - 10:48 | 14.03.2019
ნანახია: 813

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ელიოტ ენჯელის განცხადებით, 2008 წელს ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებაზე უარით ალიანსმა პუტინს უბიძგა აკეთოს ის რაც მას მოსურვება. ეს განცხადება გააკეთა ელიოტ ენჯელმა  13 მარტს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე, სახელწოდებით - „ნატო-ს 70 წლისთავი: შეუცვლელი ალიანსი“.  

 „ვფიქრობ 2008 წელს ნატო-მ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, როდესაც უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებით  ნატო არ გააფართოვა. ვფიქრობ, რომ მან პუტინს მისცა იდეა, რომ მას შეუძლია გააკეთოს  რაც  მოესურვება და ჩვენ არ შეგვწევს ძალა, რომ მას წინ აღვუდგეთ, მათ შორის ყირიმსა და სხვა  ზონებში“ , -   განაცხადა ელიოტ ენჯელმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე მიწვეულნი იყვნენ ორგანიზაციის “WestExec Advisors”-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი პარტნიორი, მიშელ ფლოურნი; Belfer-ის ცენტრის, ევროპისა და ტრანსატლანტური ურთიერთობის თაობაზე პროექტის უფროსი მკვლევარი, ნატო-ში აშშ-ის ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი, დუგლას ლუტი; გერმანიის მარშალის ფონდის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი და უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის უფროსი მრჩეველი, დერეკ ჩოლე; ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევარი და ევროპისა და ნატო-ს საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, იან ბრჟესინკი. 

მოსმენისას ხაზი გაესვა მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნელსაყოფად ნატო-ს უმნიშვნელოვანეს როლსა და ტრანსატლტიკური ალიანსის ერთობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე