საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ხელს უშლის რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია - ანდერს ფოგ რასმუსენი

საქართველო, თბილისი - 10:40 | 14.03.2019
ნანახია: 764

ამ დროისთვის, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ხელისშემშლელ პირობად რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაცია რჩება, - განაცხადა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა.

მისი თქმით, უნდა შედგეს შეთანხმება, როგორ განიხილავს ნატო ისეთ ქვეყნებს, რომელთა ტერიტორიებიც ოკუპირებულია.

„2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ჩვენ ნატოში გადავწყვიტეთ, რომ საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრები. მას შემდეგ შეიქმნა სპეციალური ნატო-საქართველოს კომისია, მიღწეული იქნა მნიშვნელოვანი პროგრესი. მე იმედი მაქვს რომ საქართველოს ვნახავ ნატო-ს წევრად, თუმცა ვთვლი, რომ ამ დროისთვის რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაცია ხელისშემშლელ პირობად რჩება. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, თუ როგორ განვიხილავთ ქვეყნებს, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია“, - აცხადებს რასმუსენი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე