სალომე ზურაბიშვილი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 10:00 | 14.03.2019 ნანახია: 608საქართველოს პრეზიდენტი, სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა და საქართველო - სომხეთის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელოვანი ასპექტები განიხილა.
საქართველოს პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის პროგრესსა და საქართველო - ევროკავშირის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მან როგორც პრემიერმა პირველი ვიზიტი საქართველოში განახორციელა, რაც სომხეთის მთავრობის დამოკიდებულების მანიშნებელი და საქართველოს მნიშვნელობის ხაზგასმაა.
,,ჩვენს ურთიერთებში უნდა დავეყრდნოთ სტრატეგიულ - საერთო ინტერესს და მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდანაც ასეთი პასუხი მივიღე. ახლა დროა ეს ურთიერთგაგება მოქმედებაში მოვიყვანოთ."
როგორც შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, საქართველოს და სომხეთს ბევრი რამ აერთიანებს - გეოგრაფია, ისტორია, მომავალი და მომავლის გეგმები.
პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარებისათვის. ასევე ერთობლივი, უფრო მწიდრო ურთიერთობებით საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ერთ ერთი ასეთი მაგალითი ევროკავშირია.
ერთად შეგვიძლია ბევრად მეტი ვიდრე მარტო, ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, - განაცხადა საქრათველოს პრეზიდენტმა.
აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას დიდი პოტენციალი გააჩნია და საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობები გაზრდილია საქართველოს მიერ ევროკავშირთან და ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებებით.
მნიშვნელოვანია, რომ სომხეთი ტურიზმის სფეროში საქართველოს პარტნიორია. მაღალია ქვეყნებს შორის ტურისტული მიმოსვლის მაჩვენებლი. სომხეთს საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით, მესამე ადგილი უკავია, ასევე, საქართველო მოწინავე ადგილზეა სომხეთში შესულ ვიზიტორთა რაოდენობით.
საუბარი შეეხო ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მდგომარეობას, მათ ინტეგრაციას საქართველოს ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ახალგაზრდების ჩართულობის გააქტიურებასა და ეთნიკურად სომეხი მოსახლეობისთვის ქართული ენის სწავლების საკითხებს. მხარეებმა განიხილეს კულტურის სფეროში თანამშრომლობის საკითხებიც.
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველო - სომხეთს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების განახლების საკითხი დააყენა, რომლის მოქმედებასაც ვადა 2018 ამოეწურა.
საქართველოს პრეზიდენტმა დააყენა საკითხი სომხეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოებში ქართველი სპეციალისტების ჩართულობის საკითხი.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა