დონალდ ტრამპმა Boeing 737 MAX-ის ფრენა აკრძალა

საქართველო, თბილისი - 09:49 | 14.03.2019
ნანახია: 593

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განკარგულება გასცა სამგზავრო ლაინერების Boeing 737 MAX 8-სა და MAX 9-ის ფრენების აკრძალვის შესახებ.

 „ექსპლუატაცია Boeing 737 MAX-ის თვითმფრინავების, რომლებიც ახლა ჰაერში არიან, დანიშნულების პუნტებში დაფრენის შემდეგ შეწყდება“, - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

მანამდე ბევრმა ქვეყანამ დროებითი აკრძალვა შემოიღო აღნიშნული მოდელის ლაინერების ექსპლუატაციაზე ეთიოპიაში ავიაკატასტროფის შემდეგ. ამის გარდა ასეთი თვითმფრინავების ფრენა თავიანთ საჰაერო სივრცეში აკრძალა ევროკავშირმა, საქართველომ, ჩინეთმა ავსტრალიამ, თურქეთმა, მალაიზიამ, კანადამ, ყაზახეთმა, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, ჩილემ, მექსიკამ, იამაიკამ, ბრაზილიამ და სხვა ქვეყნებმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე